ბათუმის დინამო, ბოიან მლადოვიჩი
Aa
Aa

ბათუმის დინამოს პირველი ახალწვეული - დემჩენკომ სერბი მცველი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა ბათუმის „დინამომ’’ 28 წლის სერბი ცენტრალური მცველი ბოიან მლადოვიჩი დაიმატა. ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მლადოვიჩი აჭარული კლუბის პირველ ახალწვეულია, 2024 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ გუნდში დაიწყებს.

სერბი ბოლოს „ტობოლში'' გამოდიოდა, გასულ წელს ყაზახეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა.

სერბეთის უმაღლეს ლიგაში „ბაჩკა-პალანკაში’’, „მეტალაცში’’, „რადნიჩკისა’’ და „მლადოსტ ნოვი სადში’’ თამაშობდა. სერბეთის სუპერ ლიგაში 52 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ანტონ თოლორდავას საგოლე პასით ბელგრადის „პარტიზანს’’ გაუტანა. „რადნიჩკიში’’ მლადოვიჩი და თოლორდავა თანაგუნდელები იყვნენ.

მლადოვიჩს მარცხენა მცველის პოზიციაზეც უთამაშია, თუმცა მეტწილად ცენტრალური მცველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები