ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, შონ ომალი
Aa
Aa

„ილია ჩემი ედი ალვარესია“ | ომალის განცხადება სოციალურ ქსელში

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. „შუგამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პარალელი ლეგენდარულ კონორ მაკგრეგორთან გაავლო.

„ილია ჩემი ედია“, - განაცხადა ომალიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. როგორც მიხვდით, ომალი ედი ალვარესს გულისხმობს. ეს უკანასკნელი მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, რომლის დამარცხების შემდეგაც, მაკგრეგორი ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრების მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ომალი ილიასთან ჩხუბის სურვილს საჯაროდ აფიქსირებს. „შუგას“ თქმით, თუ „ელ მატადორი“ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებს, მზადაა, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს და თოფურიას შეხვდეს. ამრიგად, არის შანსი, ომალის მერაბ დვალიშვილზე ადრე, რომელიც მას წლებია იწვევს, „ელ მატადორი“ ეჩხუბოს.

ცნობისთვის, ომალი მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 10 მარტს გამართავს და მარლონ „ჩიტო“ ვერას დაუპირისპირდება. „შუგას“ კარიერაში ერთი მარცხი აქვს და 2020 წელს სწორედ „ჩიტოსთან“ წააგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3-5-2 წყობა? და სად ითამაშებს კვარა?“ - იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ნაპოლიზე
„3-5-2 წყობა? და სად ითამაშებს კვარა?“ - იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ნაპოლიზე