უეინ რუნი
Aa
Aa

ლიდსთან წაგება აღარ აპატიეს - რუნი ბირმინგემიდან გაათავისუფლეს

ინგლისის ჩემპიონშიფის გასულ ტურში „ბირმინგემი“ „ლიდსს“ ესტუმრა და 0:3 განადგურდა. ეს წაგება კი უეინ რუნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან „ლიდსთან“ წაგება მას უკვე აღარ აპატიეს.

აღსანიშნავია, რომ რუნი „ბირმინგემის“ მთავარ მწვრთნელად 2023 წლის 11 ოქტომბერს დაინიშნა და იმ დროს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფებოდა. უეინის ხელმძღვანელობით კი „ბირმინგემი“ მე-20 ადგილზე დაქვეითდა.

ჯამში ინგლისელი სპეციალისტი თავის გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 15-ჯერ გაუძღვა, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო, 9 წააგო და 4 მატჩი ფრედ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ რუნის მოგება/წაგების დადებითი ბალანსი არც „დერბი ქაუნთიში“ ჰქონდა და არც დისი „იუნაიტედში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაზარდეთ კარების ზომა“ - ბუფონის ახალი ინიციატივა
„გაზარდეთ კარების ზომა“ - ბუფონის ახალი ინიციატივა