საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

გათამაშება წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. ტურნირზე მონაწილე 16 გუნდი ბოლო ევროპირველობა ორ დივიზიონში გადანაწილდა, რომელშიც დამატებით კიდევ ოთხგუნდიანი ქვე-ჯგუფები იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველ დივიზიონში მოხვდა, რომელშიც ასევე ხორვატიის, უნგრეთის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და მონტენეგროს ნაკრებებიც არიან, კენჭისყრის შედეგად კი ჩვენი გუნდი  B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები საბერძნეთის, უნგრეთისა და იტალიის ნაკრებები არიან.

შეგახსენებთ, რომ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი 4-16 იანვარს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში და კიდევ ერთ ქალაქ დუბროვნიკში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები