გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძე 79-ე წუთზე შეიყვანეს | ფროზინონე იგებდა, მაგრამ 1:3 წააგო

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „ლაციოს“ სტუმრად დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 58-ე წუთზე გაიხსნა. „არწივების“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატიას სულემ გამოიყენა და „ფროზინონე“ დააწინაურა. „ლაციომ“ 2-წუთიან ინტერვალში 2 ბურთი შეაგდო. 70-ე წუთზე ტატი კასტელანოსმა წონასწორობა აღადგინა, 1 წუთში კი ისაკსენს გაატანინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში პატრისმა 84-ე წუთზე დააფიქსირა.

გიორგი კვერნაძე მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა და ბევრი ვერაფერი მოასწრო. ქართველმა გარემარბმა 6-დან 4 ზუსტი გადაცემა შეასრულა, 2-დან 1 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.

ცნობისთვის, „ლაციოსთან“ წაგებით „ფროზინონემ“ ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში მე-14 გახლავთ. კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს გამართავს და „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშის საშუალებას არ აძლევენ და მთელი მატჩი ურტყამენ“ | მაცარიმ კვარაზე ისაუბრა
„თამაშის საშუალებას არ აძლევენ და მთელი მატჩი ურტყამენ“ | მაცარიმ კვარაზე ისაუბრა