NBA, გოგა ბითაძე, ფილადელფია სევენთი სიქსერსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

გოგას ეფექტური ბლოკები - ორლანდო ფილადელფიასთან დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ არენაზე ფილადელფიას დაუხვდა და 20 ქულის სხვაობით, 112:92 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა, თუმცა, დიდი დრო არ დათმობია. გოგა ბითაძემ საერთო ჯამში 8 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 1 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. გოგას ანგარიშზე 1-დან 1 ორქულიანი იყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტაირის მაქსი გახდა, რომელმაც 34 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი მოაგროვა, ორლანდოდან კი ფრანც ვაგნერი გამოირჩა - 24 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი 36 წუთში.

30 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ 18 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები