ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ვიცი, რომ ქომაგები ჩვენით იმედგაცრუებული არიან“ | ერიკ ტენ ჰაგი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს მიმართა. მისი გუნდი რამდენიმე საათში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება და ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მის ფეხბურთელებს რეაბილიტაციის მოხდენა მართებთ.

„პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, ქომაგები ჩვენით იმედგაცრუებული არიან და ვითარების გამოსწორება გვმართებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მდგომარეობა რადიკალურად შემობრუნდეს და წარმატებულ გზას დავუბრუნდეთ.

ყოველთვის ვაფასებდით გულშემატკივრების მხარდაჭერას, რომლებიც რთულ პერიოდშიც ჩვენ გვერდით არიან. ყოველთვის გვქომაგობენ და ეს არ გვავიწყდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში, ეს გუნდმა და მე უნდა გავაკეთოთ“.

ცნობისთვის, „წითელი ეშმაკები“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ და ბოლო პერიოდში მათ კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის საუკეთესო ლეგიონერები | რომელ ადგილებზე არიან გოჩოლეიშვილი და აზაროვი
წლის საუკეთესო ლეგიონერები | რომელ ადგილებზე არიან გოჩოლეიშვილი და აზაროვი