ლუის სუარესი
Aa
Aa

სუარესი: ჩემს მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი

ლუის სუარესმა „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემდეგ, პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ელ პისტოლერო“ ბედნიერია, რომ მესისთან, ალბასთან და ბუსკეტსთან თამაშს კვლავ შეძლებს.

„აღფრთოვანებული და ძალიან აღელვებული ვარ ინტერ მაიამიში გადასვლით და ახალი გამოწვევით. მოუთმენლად ველოდები დაწყებას და მზად ვარ ვიმუშაო იმისთვის, რომ ამ საოცარ კლუბთან ერთად ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო და ტიტულები მოვიგო. მე ვიზიარებ კლუბის ამბიციას და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რისი მიღწევაც შეგვიძლია.

ინტერ მაიამის ფერების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ და შევეცდები ქომაგები გავახარო, რომელთა შესახებაც ბევრი მსმენია. მოუთმენლად ველი ჩემს მეგობრებთან და მოთამაშეებთან ურთიერთობის აღდგენას. მე ასევე მინდა შევხვდე ახალ თანაგუნდელებს და მწვრთნელებს არანაკლები სურვილით",

- თქვა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ურუგვაელმა დევიდ ბექჰემის გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც +1 სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივასაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდის მწვრთნელი: ჩაკვეტაძის გაშვების მიზეზი არ მაქვს
უოტფორდის მწვრთნელი: ჩაკვეტაძის გაშვების მიზეზი არ მაქვს