მესისა და სუარესი დუბლი - ინტერ მაიამიმ 5:0 მოიგო
MLS-ის რეგულარულ სეზონში „ინტერ მაიამიმ“ მე-3 მატჩი ჩაატარა და „ორლანდო სიტის“ 5:0 მოუგო.
შეხვედრაში ლუის სუარესმა და ლეო მესიმ დუბლები შეასრულეს. „ელ პისტოლერომ“ პირველი ორი ბურთი შეაგდო. შემდეგ ტეილორს გაატანინა და „ინტერ მაიამიმ“ ტაიმი 3:0 მოიგო.
მეორე ტაიმში მესის დუბლი ვიხილეთ, რომელსაც ერთი საგოლე გადაცემა სუარესმა გაუკეთა და ურუგვაელმა შეხვედრაში 2+2 დააფიქსირა.
სამი ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავას 3-3 გოლით ლეო მესი და კრისტიან ბენტეკე (დი სი იუნაიტედი) ლიდერობენ.
დევიდ ბექჰემის კლუბი მომდევნო შეხვედრას კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე თასის მფლობელის რანგში გამართავს. „ინტერ მაიამი“ ორმატჩიან დუელში „ნეშვილს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს