ჩავი ერნანდესი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„სამარცხვინოდ თამაშობთ“ - ჩავიმ შესვენებისას ფეხბურთელები გააკრიტიკა

ესპანური მედიის ცნობით, ჩავიმ „ალმერიასთან" მატჩის შესვენებაზე „ბარსელონას" ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

ლა ლიგის მე-18 ტურში კატალონიელებმა „ალმერიასთან“ 3:2 მოიგეს. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით (1:1) გავიდნენ.

გასახდელში ჩავიმ ფეხბურთელებთან მკაცრი საუბარი გამართა. პირველ ტაიმში გუნდის თამაშს სირცხვილი უწოდა და ფეხბურთელებს დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდა.

ჩავიმ თქვა, რომ ფეხბურთელებმა ამაში სული უნდა ჩადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მოიგებენ. მწვრთნელის განცხადებებს დაფაზე დიაგრამის დარტყმაც ახლდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჩავიმ ცალკე პრეტენზია რობერტ ლევანდოვსკის მიმართაც გამოთქვა. გასახდელში მყოფი პირის თქმით, ერნანდესი ფეხბურთელების კრიტიკაში არასდროს ასეთი პირდაპირი არასდროს ყოფილა.

ბოლო დროს, ჩავი პრესკონფერენციებზეც აღნიშნავს, რომ ფეხბურთელებს მატჩებისადმი დამოკიდებულება  შესაბამის დონეზე არ აქვთ და მათ კონცენტრაციის ნაკლებობა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია: აიაქსმა მე-4 ლიგის გუნდთან წააგო, მიქაუტაძემ სრულად ითამაშა
სენსაცია: აიაქსმა მე-4 ლიგის გუნდთან წააგო, მიქაუტაძემ სრულად ითამაშა