კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: გუნდს არნახული ენერგია აქვს, მოგება დავიმსახურეთ

ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის „რეალმა“ ბასკეთში „ალავესს“ კაცნაკლულმა 92-ე წუთზე ლუკას ვასკესის გოლით სძლია და პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულა.

კარლო ანჩელოტიმ შეხვედრის შემდეგ, თავისი ფეხბურთელები შეაქო და მათი ხასიათი გამოყო.

„გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გამარჯვება დავიმსახურეთ. მატჩი ძალიან რთული გამოდგა. როცა უმცირესობაში ხარ, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ მეტოქეს გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ ჩვენს გუნდს არნახული ენერგია აქვს. თამაში კარგად გავმართეთ, თავს ძალიან კარგად ვიცავდით და ბოლოს გატანაც შევძელით.

რაც შეეხება ლუკას ვასკესის თამაშს, ბოლო ორი მატჩია ის მეტოქის საჯარიმოში აქტიურად ჩანს და ნაყოფიერადაც მოქმედებს. დღეს გატანაც შეძლო. ვილიარეალთან ბოლო შეხვედრაში კი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის არ არის ზომით ყველაზე დიდი მოთამაშე, მაგრამ საჯარიმოში სახიფათოდ გამოიყურება.

ჩვენთვის რთული მატჩი იყო, მაგრამ გუნდის თავდადების წყალობით მოვიგეთ“,

- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

„რეალი“ „ჟირონას“ ქულებით გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს გადაყვანა შოთა არველაძეს სურდა | უოტფორდი ქართველს არ გაუშვებს
ჩაკვეს გადაყვანა შოთა არველაძეს სურდა | უოტფორდი ქართველს არ გაუშვებს