გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

სენსაცია: აიაქსმა მე-4 ლიგის გუნდთან წააგო, მიქაუტაძემ სრულად ითამაშა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ნიდერლანდების თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე რანგით მე-4 დივიზიონის ბინადარ, სამოყვარულო დონის „ჰერკულესთან“ 2:3 წააგო და გათამაშებას სენსაციურად გამოეთიშა.

გიორგი მიქაუტაძე ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა (აიაქსში პირველად). რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა, თუმცა გატანა სამწუხაროდ ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი კვლავ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ათამაშა. ხშირად მარცხენა ფლანგიდან ან ცენტრში გამთამაშებლის პოზიციიდან უტევდა, რაც მისთვის უცხოა.

რაც შეეხება მატჩს, ამსტერდამელები 0-2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს 84-ე და 89-ე წუთებზე ბრობიმ და აკპომმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. თითქოს ყველაფერი დამატებითი ტაიმებისკენ მიდიოდა, თუმცა 93-ე წუთზე გროტენბერგმა „ჰერკულესს“ მისთვის და თავისი გუნდისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.

„აიაქსმა" თავისი არსებობის ისტორიაში სამოყვარულო გუნდთან თასზე პირველად წააგო. თავად „ჰერკულესმა" კი სათასო შეხვედრაში ბოლო 37 წელიწადში პირველად გაიმარჯვა (არ იგულისხმება პენალტების სერია).

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ჰერკულესი“ რანგით მე-4 ლიგაში ამ მომენტისთვის მე-10 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-მა ფასები განაახლა | ხვიჩასა და ოსიმენის ღირებულებამ დაიკლო
Transfermarkt-მა ფასები განაახლა | ხვიჩასა და ოსიმენის ღირებულებამ დაიკლო