სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილს მცირე დრო დაუთმეს - სან ანტონიო სპურსის მორიგი მარცხი

NBA-ში „ჩიკაგო ბულსმა’’ შინ „სან ანტონიო სპურსი’’ 114:95 დაამარცხა.

„სან ანტონიოს’’ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 2 წუთი და 48 წამი გაატარა. მის აქტივში 1 მოხსნაა.

სანდროს გუნდისთვის სეზონი ძალიან წარუმატებელია, 27 მატჩიდან 4 მოიგო, 23 დათმო. შემდეგ შეხვედრას „დალასთან'' გამართავს (24 დეკემბერი, 05:30).

ბოლო მატჩებში სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო შედარებით გაეზარდა.„მამუმ“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან'' პარკეტზე 7 წუთი და 57 წამი გაატარა, მის აქტივში 2 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. სანდრომ 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი გააფუჭა და 1 დაკარგვა ჰქონდა. შემდეგ იყო მატჩი „მილუოკი ბაქსთან'', პარკეტზე 15 წუთი და 12 წამი გაატარა. სანდრო პროდუქტიული იყო და შეხვედრა 3 ქულით, 8 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით დაასრულა. მამუკელაშვილმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 დაკარგვა ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მიმდინარე კვირაში „სან ანტონიო სპურსის“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. „პოპმა“ ქართველი კალათბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „მამუ“ თავდაუზოგავად შრომობს

„სანდრო ყოველთვის იღიმის და სულ ბედნიერია. ის შესანიშნავი თანაგუნდელია. მამუ ყოველი ვარჯიშის შემდეგ დარბაზში რჩება, ბიჭებთან, რომლებსაც ბევრი დრო არ ეძლევათ, 3X3-ზე თამაშობს და ამის გამო, უკმაყოფილო არასდროსაა. სანდროს ღვინო უყვარს. ქართული ღვინო მოაქვს ხოლმე და ის ამის გამოც მომწონს. მამუ შესანიშნავი ბიჭია. რამდენჯერმე განვითარების ლიგაში გავუშვით სათამაშოდ და 25-30 ქულა ჩააგდო. სანდრო არასდროს მავიწყდება. უნდა მივცე თუ არა მეტი დრო? საკუთარი ძლიერი მხარეები შენარჩუნებული აქვს და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები