თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუს ბოლონიას წარმატებული სერია შეწყდა | თოკო საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე „ვალენსიასთან“ დამარცხდა. იტალიელებს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, მაგრამ „ღამურების“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში წააგეს - 71:79.

„ვირტუს ბოლონიამ“ პირველ ტაიმი კარგად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მეორე ნახევარი ჩააგდო. მესამე პერიოდში, „ვალენსიამ“ მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო, მეოთხე ათწუთეულში კი საქმე ბოლომდე მიიყვანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 15 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქულების რაოდენობით, იგი მხოლოდ „ვალენსიას“ კალათბურთელს, კრის ჯონსს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 11 მოგება და 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს გამართავენ და სტუმრად „პისტოიას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გონებაში განსაკუთრებული ადგილი მიკავია“ | ილია ვოლკანოვსკიზე
„მის გონებაში განსაკუთრებული ადგილი მიკავია“ | ილია ვოლკანოვსკიზე