სუპერ ლიგა, უეფა
Aa
Aa

„ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს სუპერ ლიგის აღიარებას“ - UEFA-ს განცხადება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროპის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის ერთიანობაზე არ იმოქმედებს.

რას წერს UEFA:

უეფა ითვალისწინებს გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ სუპერლიგის საქმეზე მიიღო.

ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ე.წ. „სუპერ ლიგის“ მოწონებას, ან აღიარებას. ის უფრო მეტად ხაზს უსვამს უეფას წინასწარი ავტორიზაციის სისტემაში არსებულ ხარვეზს, ტექნიკურ ასპექტს, რომელიც აღიარებული და გამოსწორებულია 2022 წლის ივნისში.

უეფა დარწმუნებულია თავისი ახალი წესების სიმტკიცეში, კერძოდ, რომ ისინი შეესაბამება ყველა შესაბამის ევროპულ კანონს და რეგულაციას.

უეფა რჩება ევროპული საფეხბურთო პირამიდის მტკიცე დამცველად და უზრუნველყოფს, რომ ის კვლავ ემსახურება საზოგადოების ფართო ინტერესებს.

ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სპორტული მოდელის ჩამოყალიბებას ეროვნულ ასოციაციებთან, ლიგებთან, კლუბებთან, გულშემატკივრებთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად.

ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობაზე დაფუძნებული ევროპული საფეხბურთო პირამიდა, რომელიც გულშემატკივრებმა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოაცხადეს მათთვის შეუცვლელ მოდელად, დაცული იქნება ევროპული და ეროვნული კანონმდებლობით გაყვანის საფრთხისგან.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა FIFA-ს და UEFA-ს მიერ კლუბებისთვის სხვა ტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა. მათი შეფასებით, ორგანიზაციების გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რაც კონკურენციის თავისუფლებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უეფას მონოპოლია დასრულდა“ - სუპერლიგის კომენტარი და კლუბების პროტესტი
„უეფას მონოპოლია დასრულდა“ - სუპერლიგის კომენტარი და კლუბების პროტესტი