გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | AS-მა გიორგი მამარდაშვილზე დაწერა

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ბარსელონასთან“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „მამარდას“ თამაშს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS-ი გამოეხმაურა და გიორგის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი უწოდა.

„ვალენსია აჩვენებს, რომ საშინაო კედლებში გამართულ შეხვედრებში საიმედო გუნდია და დაცვაში კარგად გამოიყურება. ბარსელონასთან მატჩში, ღამურების კარი ჟოაუ ფელიქსმა აიღო და დაასრულა გიორგი მამარდაშვილის სერია, რომელსაც მესტალიაზე გოლი 325 წუთი არ ჰქონდა გაშვებული. ვალენსიას საშინაო სტადიონზე, მამარდაშვილს ბოლოს 27 სექტემბერს, სოსიედადის ფეხბურთელმა, კარლოს ფერნანდესმა გაუტანა.

სოსიედადთან დაპირისპირების შემდეგ, ღამურებმა მესტალიაზე კადისი, გრანადა, სელტა და ბარსელონა მიიღეს და მამარდაშვილის კედლის დანგრევა მხოლოდ ბლაუგრანამ შეძლო. ვალენსია შინ შესანიშნავად გამოიყურება და მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული, რაც ბეტისის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

ვალენსიას კარგი საშინაო სტატისტიკა დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ბრწყინვალე თამაშის წყალობით, გუნდი გოლის გაშვებას უამრავჯერ გადაარჩინა. ქართველი მეკარე ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და გაშვებული გოლისგან ვალენსიას გადარჩენით ყოველდღიურადაა დაკავებული“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. მამარდაშვილმა 7 სეივი მიითვალა და ორივე გუნდის რიგებში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საგოლე ტყუპები“, რომლებსაც ნაპოლის ბედის შეცვლა შეუძლიათ“ - Daily Mail-ი კვარა-ოსიმენზე
„საგოლე ტყუპები“, რომლებსაც ნაპოლის ბედის შეცვლა შეუძლიათ“ - Daily Mail-ი კვარა-ოსიმენზე