ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯო კიელინი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„გააოცა თუ არა კვარამ სერია A-ს მცველები?“ | რა თქვა კიელინიმ ხვიჩაზე

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯორჯო კიელინიმ „კალიარისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 2:1 მოიგო. კიელინიმ ინტერვიუ Sky Sport Italia-ს მისცა და ნეაპოლელთა ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე გაამახვილა ყურადღება.

„რომელმა თავდამსხმელმა გამამწარა ყველაზე მეტად? სიმართლე გითხრათ, ლაუტაროს კარგად ვიყვანდი, ოსიმენის წინააღმდეგ კი ცოტა გამიჭირდა, რადგან კარიერის ბოლო ეტაპზე ვიყავი და მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პრობლემები მქონდა და სირბილი მიჭირდა. ოსიმენის გოლი კალიარისთან მატჩში? გოლის ეპიზოდში მის გვერდით არავინ ყოფილა და ბურთი სხვაგან ვერ წავიდოდა. კალიარის მცველების ადგილას რომ ვყოფილიყავი, ოსიმენი ვერ ახტებოდა და ბურთს ვერავინ შეეხებოდა.

გააოცა თუ არა კვარაცხელიამ სერია A-ს მცველები? ხვიჩა ერთ-ერთია იმ ტალანტებს შორის, რომელთა წინააღმდეგ პირველად თამაშისას, საკუთარ თავს ეუბნები: „კი მაგრამ, ეს ვინაა? საიდან მოვიდა?“ კვარაცხელია განსაკუთრებული ტალანტია და მისგან ამას არავინ ელოდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა იტალიის თასზე, „ფროზინონეს“ წინააღმდეგ ელის. მატჩი 19 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო
ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო