ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ლივერპულს მომენტების შექმნის და გოლის გატანის უფლება არ მივეცით“ - ერიკ ტენ ჰაგი

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ენფილდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ტენ ჰაგმა:

თითოეულ ქულას აქვს მნიშვნელობა. ფეხბურთში შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ მოგებაც შეგვეძლო, თუ საგოლე შანსებს გამოვიყენებდით.

ეს ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ და ამით კმაყოფილები ვართ, რადგან „ლივერპული“ „ენფილდზე“ ძალიან კარგად თამაშობს. აქ ყოველთვის იტანენ გოლებს, მაგრამ დღეს ვერ შეძლეს. მომენტების შექმნის შესაძლებლობა და გოლის გატანის უფლება არ მივეცით. მოედანზე თერთმეტივე მოთამაშე ძალიან კარგი იყო.

ფეხბურთი ყოველთვის კარგი ორგანიზება და კომპაქტური დაცვა ფასობს. ერთადერთი კრიტიკა, რაც გუნდის მიმართ მექნება, არის ის, რომ შეტევით ფაზაში უფრო მეტი პასის გაკეთება შეგვეძლო და ამით მათ საქმეს გავურთულებდით. სწორედ ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენს თამაშში სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ.

17 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „არსენალს“ 1 ქულით ჩამორჩება, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 28 ქულა აქვს და მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები