თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა - ვირტუს ბოლონია საკუთარ კედლებში დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში „ვირტუს ბოლონია'' საკუთარ კედლებში „ვენეციასთან'' 84:85 დამარცხდა. აღსანიშნავია რომ ოვერტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე „ვირტუს ბოლონია'' იგებდა (84:83), თუმცა „ვენეციის'' მოთამაშემ, კანადელმა ვილტიერმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიას'' სასტარტო ხუთეულში ითამაშა, პარკეტზე 33 წუთი გაატარა, მის აქტივში 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა. 10-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

ამ მომენტისთვის „ვირტუს ბოლონია'' 16 ქულით მე-4 ადგილზეა, ამდენივე ქულაა მესამე ადგილზე მყოფი „ტრენტოს'' აქტივში. შემდეგ ტურში შენგელიას გუნდი „პისტოიას'' ესტუმრება (23 დეკემბერი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები