ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ხვიჩას გამარჯვების გოლი - კვარა-ოსიმენის სუპერმატჩი კალიარისთან

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ'' „დიეგო მარადონაზე'' „კალიარი'' 2:1 დაამარცხა. ანგარიში 69-ე წუთზე კვარაცხელია-რუი-ოსიმენის კომბინაციით გაიხსნა, ნიგერიელის გოლს 72-ე წუთზე პავოლეტიმ უპასუხა - 1:1. გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენის აქტივშია, რომელმაც საოცრად ითამაშა, მეტოქის მცველებს აჯობა და ქართველის მისამართით გადაცემა შეასრულა. ხვიჩას დარტყმისას ბურთი ჯერ კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი კარის ბადეში აღმოჩნდა.

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები კალიარისთან

„ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კვარაცხელია 90-ე წუთზე შეცვალა. ქართველის 29 პასიდან 26 ზუსტი იყო (90 პროცენტი). მის აქტივში 1 საკვანძო გადაცემაა. კარისკენ ორჯერ ზუსტად და ორჯერ არაზუსტად დაარტყა. მინდორზე 29 ორთაბრძოლიდან 11 მოიგო, მეორე სართულზე 3 ორთაბრძოლიდან - მხოლოდ ერთი. ბურთი 18-ჯერ დაკარგა, თამაშის წესი ერთხელ დაარღვია, მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

„ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 16-დან 8 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დაასრულა, 5 თამაში დათმო. ამ მომენტში „ნაპოლი'' 27 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა თუ კონკურენტი „რომა'' ან „ბოლონია'' მიმდინარე ტურში გაიმარჯვებს, ნეაპოლური კლუბი ოთხეულს მიღმა აღმოჩნდება. „ნაპოლი'' შემდეგ მატჩს „რომასთან'' სტუმრად გამართავს (23 დეკემბერი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები