მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: ცუდად არ გვითამაშია, მარცხს არ ვიმსახურებდით

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი'' „ოლდ ტრაფორდზე'' „ბაიერნთან'' 0:1 დამარცხდა. ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, 4 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა, „წითელი ეშმაკები'' „ბაიერნს'' (16 ქულა), „კოპენჰაგენსა'' (8 ქულა) და „გალათასარაის'' (5 ქულა) ჩამორჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ „კოპენჰაგენის'' ქართველ მცველს, დავით ხოჭოლავას მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია, მისი გუნდის წარმატება მნიშვნელოვანია, სეზონის მეორე ნახევარში მინდორს დაუბრუნდება და შესაძლოა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვიხილოთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი'' პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ადგილი ორჯერ დაიკავა, პირველად ეს 2005-06 წლების სეზონში მოხდა.

ერიკ ტენ ჰაგი: „ჩვენი დღევანდელი პერფორმანსი კარგი იყო, მარცხი არ დაგვიმსახურებია, მაგრამ დავმარცხდით. 

გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. დაცვითი ფუნციების შესრულებისას ორგანიზებულად ვმოქმედებდით, პრესინგს აქტიურად მივმართავდით, მაგრამ ეს ვითარება საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ასევე „ბაიერნი'' კარგი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში არ იყვნენ, მათ ინდივიდუალური კლასი აქვთ და მხოლოდ ერთი მომენტის შექმნა სჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ეს მოხდა.

ჩემი გუნდის ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, ყველაფერი გაიღეს და სულისკვეთება გამოავლინეს.

საჭიროა ენერგია სათადარიგოთა სკამიდან, განსაკუთრებით შეტევით ხაზში, მაგრამ ამ მხრივ შეზღუდულნი ვიყავით''.

მიუნხენის „ბაიერნმა'' „ოლდ ტრაფოდზე'' კინგსლი კომანის გოლით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები