პირლო ანჩელტიზე, კონტეზე და
Aa
Aa

პირლო ანჩელტიზე, კონტეზე და "მილანზე" - "ანჩელოტი "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ჩაძირეს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ Gazzetta Dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა. პირლომ ანჩელოტიზე, კონტეზე და "მილანზე" დასმულ კითხვებს უპასუხა.

"მომეჩვენა, რომ ანჩელოტი "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ჩაძირეს. კარლო ყოველთვის ძლიერი იყო და გასახდელში სიტუაციას მუდამ ალაგებდა. იქ ყოველთვის სიმშვიდე სუფევდა. უცნაურია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ეს თვისება სადღაც გამქრალიყოს. ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო სხვა რამეში იყო..."

"კონტეს საქმიანობის ყურება შთამბეჭდავია. იგი უმცირეს დეტალსაც კი ძალიან დიდი ყურადღებით ხსნის. მისი 20 წუთიანი წინასამატჩო გარჩევა, სამდღიან ვარჯიშებს უდრის. კონტე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია ვინც კი მინახავს. მას ყოველთვის გამარჯვება სურს."

"მონტელას "მილანიდან" დათხოვნა? ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამ გუნდს აქვს თავისი პროექტი და მათ ამ გზით უნდა იარონ. აუცილებელია დრო და მეტი ნდობა. ცუდი შედეგის დროსაც კი აუცილებელია, რომ გუნდმა ნდობა გამოუცხადოს მწვრთნელს. ჩემი აზრით, "როსონერის" ცუდი შედეგები სწორედ მწვრთნელების ხშირ ცვლას უკავშირდება".

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ რამდენიმე კვირის წინ, კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ზამთარში გეგმავს. "ნიუ იორკ სიტისთან" მის ხელშეკრულებას ვადა, სწორედ ამ დროს ეწურება და იგი გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები