კონსტანტინე მიქაუტაძე
Aa
Aa

ფანი, რომელმაც მიქაუტაძეს მაისურზე მოქაჩა, დასაჯეს

სარაგბო ჩემპიონთა თასის მატჩზე, ირლანდიურ „მანსტერსა“ და ფრანგულ „ბაიონს“ შორის მომხდარი ინციდენტის გამო, მასპინძელმა გუნდმა ადგილობრივი ფანი დასაჯა.

ტელევიზიით გავრცელდა კადრები, რომელშიც ნაჩვენები იყო როგორ მოქაჩა ფანმა „ბაიონის“ ქართველ მორაგბე, კონსტანტინე მიქაუტაძეს ტრიბუნიდან მაისურზე, საპასუხოდ კი მიქაუტაძემ ფანის შესაშინებლად დარტყმის იმიტაცია გააკეთა.

„მანსტერმა“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო და ვერდიქტი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ამ გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა დიდი ხნით აეკრძალა. ირლანდიური კლუბი ასევე ბოდიშს უხდის „ბაიონის“ მორაგბეებსა და პირადად კონსტანტინე მიქაუტაძეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები