კონსტანტინე მიქაუტაძე
Aa
Aa

ტრიბუნიდან მაისურზე მოქაჩა - მიქაუტაძის დაპირისპირება გულშემატკივართან

მორაგბეთა ჩემპიონთა თასის მორიგ ტურში, კონსტანტინე მიქაუტაძის „ბაიონა“ სტუმრად ირლანდიურ „მანსტერსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 17:17 ითამაშა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, 45 წუთზე მორაგბეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა მოხდა, რომელშიც ქართველი მორაგბეც მონაწილეობდა. ინციდენტის დროს, მიქაუტაძეს ერთ-ერთმა ირლანდიელმა გულშემატკივარმა ტრიბუნიდან მაისურზე მოქაჩა, ქართველმა მორაგბემ კი მის შესაშინებლად ხელი დარტყმის იმიტაცია გააკეთა. საბოლოოდ, სიტუაცია ისევ მორაგბეების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

მომხდარი ინციდენტის გამო ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფმა გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ორივე გუნდის მორაგბეები დაისაჯონ. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს ირლანდიელი გულშემატკივრის მიმართაც, რომელსაც სტადიონზე შესვლა შესაძლოა დიდი ხნით აეკრძალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები