Aa
Aa

"მანჩესტერთან" კეინის თამაში გამოირიცხა!

ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერმა ჰარი კეინმა, "ლივერპულთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმა ჯერაც ვერ მოირჩინა. ამის გამო, ინგლისელი ფორვარდი "მანჩესტერ იუნატედთან" ხვალინდელ დაპირისპირებასაც გამოტოვებს.

კეინის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა: "ჩვენ ხვალ გარისკვა არ გვსურს. ამის შემდეგ კი ვნახოთ. "მანჩესტერთან" დაპირისპირებაში კეინის თამაში გამორიცხულია."

24 წლის ჰარი კეინმა წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. პრემიერლიგაში მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია. ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

ცხელი ამბები