ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: „ჩელსი ხვიჩასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“

ლონდონის „ჩელსი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამის შესახებ ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ სპეციალურ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლონდონური კლუბი უკრაინელი ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის მიმართ ნდობას აგრძელებს და ხვიჩიასადმი ინტერესზე უარიც სწორედ ამის გამო თქვა.

„არისტოკრატებში“ მიაჩნიათ, რომ მუდრიკი „ჩელსის“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და სამომავლოდ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. მიმდინარე სეზონში უკრაინელმა ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 2023/24 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 85 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ...“ - ჩალჰანოღლუმ კვარაზე და ნაპოლიზე ისაუბრა
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ...“ - ჩალჰანოღლუმ კვარაზე და ნაპოლიზე ისაუბრა