ხვიჩა კვარაცხელია, ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ...“ - ჩალჰანოღლუმ კვარაზე და ნაპოლიზე ისაუბრა

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ უმასპინძლა და ფაქტობრივად უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი 44-ე წუთზე, „ინტერის“ თურქმა ლეგიონერმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა, რომელმაც მერეტის კარის აღება ეფექტური შორეული გასროლით შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩალჰანოღლუმ განვლილი მატჩი შეაფასა და „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

ჰაკან ჩალჰანოღლუ:

„ნაპოლი“ ძლიერი გუნდია და მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც მათ წინააღმდეგ, ისე სხვა გუნდებისთვისაც სიგნალის გაგზავნა. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და ეს კონკრეტულმა დეტალებმა გამოიწვია. ძალიან მკაფიოდ ვიყავით ორიენტირებულნი დასახული ამოცანის კარგად შესრულებაზე. მაღალი პრესინგი ვითამაშეთ და „ნაპოლის“ თამაშის შესაძლებლობა თითქმის არ მივეცით. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ნაპოლი“ ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი გუნდია. მათ ჰყავთ კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო, მაგრამ ერთი-ერთზე დუელების შანსი ფაქტობრივად არ მიგვიცია. ვისწავლეთ, თუ როგორ არ უნდა გავირთულოთ ამ მიმართულებით ცხოვრება.

ამ გამარჯვებით, „ინტერმა“ სატურნირო ცხრილში 35 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, „ნაპოლი“ კი 24 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ გამართავს, „ინტერი“ კი 9 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან უფრო მეტს ველოდით“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს
„მისგან უფრო მეტს ველოდით“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს