ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ზაფხულში მისით რეალი ინტერესდებოდა | რას წერს Gazzetta ხვიჩა კვარაცხელიაზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. იტალიური გამოცემა გვაუწყებს, რომ ზაფხულში, მადრიდის „რეალი“ მისით სერიოზულად იყო დაინტერესებული, მაგრამ „ნაპოლი“ თავისი ვარსკვლავის გაშვებას არ აპირებს.

„ხვიჩასა და მაცარის შორის ურთიერთგაგება ეგრევე ჩამოყალიბდა და მატჩის შემდეგ კვარაცხელიას კოცნა ნიშანი იყო სიხარულისა, რომელიც ნაპოლის შეუცვლელ ტალანტს დაუბრუნდა. კვარა ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა, ის გამონაკლისთა შორისაა და რუდი გარსიამ ეს ბოლომდე ალბათ, ვერ გაანალიზა.

სამაგიეროდ, პარტენოპეიმ ეს ძალიან კარგად იცის. სწორედ ამიტომ, ნაპოლი ეცდება, ხვიჩასთან ხელშეკრულება მაქსიმალურად სწრაფად გაახანგრძლივოს და დაუნიშნოს ანაზღაურება, რომელიც ქართველი ფლეიმეიქერის დონეს შეესაბამება, რადგან ზაფხულში იგი კარლო ანჩელოტის რეალის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და თბილისის დროით, 29 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას არ ვიცნობდი, ნამდვილი ჩემპიონია“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე
„მას არ ვიცნობდი, ნამდვილი ჩემპიონია“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე