გოგა ბითაძე, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, მორიტც ვაგნერი
Aa
Aa

ბითაძის მაგარი ჩატენვა | ორლანდოს ზედიზედ მეექვსე მოგება და დამარცხებული ფავორიტი

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი, In Season Tournament-ის ეგიდით, აღმოსავლეთ კონფერენციის მთავარ ფავორიტს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა.

„ორლანდომ“ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 19:30 წააგო. გოგას გუნდმა მეორე პერიოდში ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირა და დიდ შესვენებაზე „ბოსტონი“ 8 ქულით იგებდა - 56:48. მეორე ტაიმში, „მეჯიქმა“ გვაჩვენა, რატომ ჰყავს NBA-ში საუკეთესო დაცვა. ფლორიდელებმა „ბოსტონის“ მრისხანე შეტევა გააჩერეს და მესამე მეოთხედი 29:18, ხოლო მეოთხე მეოთხედი 36:22 მოიგეს და საბოლოოდ, 113:96 იმარჯვეს.

გოგამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 18 წუთი და 42 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აქტივში 6 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. ერთ მომენტში, ბითაძემ ბრწყინვალე ჩატენვა შემოგვთავაზა და პარკეტიდან გაყვანისას, „ორლანდოს თავკაცმა“ ჯამალ მოზლიმ შეაქო კიდეც. გოგა უფრო მეტს ითამაშებდა, მაგრამ ჯარიმებით დაიტვირთა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. თან, მის შემცვლელს, მორიტც ვაგნერს ფენომენალური მატჩი ჰქონდა.

ვაგნერმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და 27 ქულა და 3 მოხსნა გაიფორმა. პაოლო ბანკეროს 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ფრანც ვაგნერმა და კოულ ენტონიმ 17 და 16 ქულა დააგროვეს. „ბოსტონის“ მხრიდან 26 ქულით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა. ჯეილენ ბრაუნმა 18 ქულა ჩააგდო, დერიკ უაითმა - 16.

ამრიგად, „ორლანდოს“ 11 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „შარლოტ ჰორნეთსია“, რომელსაც 5 მოგება და 9 წაგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ბათუმი ჩემპიონია | დინამო თბილისმა ქართულ კლასიკოში ქულები დაკარგა
დინამო ბათუმი ჩემპიონია | დინამო თბილისმა ქართულ კლასიკოში ქულები დაკარგა