კრიშტიანუ რონალდუ, სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

რონალდუ კვერკველიას წინააღმდეგ | ქართველი ფეხბურთელის გუნდი 0:3 დამარცხდა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრიმ“ ძალები საბა კვერკველიას „ალ-ახდუდის“ წინააღმდეგ მოსინჯა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდმა აუტსაიდერი მარტივად დაამარცხა და 3:0 იმარჯვა.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. შეხვედრის მე-13 წუთზე, „ალ-ნასრი“ ალ ნაჯიმ დააწინაურა და რონალდუს გუნდმა პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ტაიმში პორტუგალიელის ჯერი დადგა და კრიშტიანუმ დუბლი გაიფორმა.

მატჩის 77-ე წუთზე, რონალდუმ მეკარის შეცდომითა და საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და რთულ სიტუაციაში აღმოჩენის მიუხედავად, მეტოქის კარი მაინც აიღო. 3 წუთში, თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი ასპარეზობა 6.6 ქულით შეაფასა. კვერკველიამ 4 სახიფათო მომენტი განმუხტა, 16-დან ყველა პასი ზუსტად შეასრულა, 4 დუელი მოიგო და 1 დარტყმა დაბლოკა.

ცნობისთვის, „ალ-ნასრის“ 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „ალ-ახდუდი“ გასავარდნ ზონაშია და მომდევნო შეხვედრა 2 დეკემბერს, „ალ-ეტიფაქთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე