ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gran Galà del Calcio | ხვიჩას პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს

Gran Galà del Calcio იტალიის ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ცერემონიაა და აჯილდოებენ მთავარ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და მსაჯებს, რომლებმაც სერია A-ს გასულ სეზონში საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს. გამარჯვებულებს ფეხბურთელები ირჩევენ და რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოს მოგების კანდიდატები დაასახელეს.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო შემტევის ჯილდოზეა წარდგენილი. „კვარას“ გარდა, პრესტიჟული პრემიის მოგების შანსი დომენიკო ბერარდის, პაულო დიბალას, ლაუტარო მარტინესს, რაფაელ ლეაუსა და ვიქტორ ოსიმენს აქვთ.

გოლკიპერები: მაიკ მენიო, ანდრე ონანა, გულიელმო ვიკარიო.

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი, ჯოვანი დი ლორენცო, ფედერიკო დიმარკო, კიმ მინ ჯე, დენზელ დუმფრისი, ფიკაიო ტომორი.

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, სტანისლავ ლობოტკა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ადრიენ რაბიო, პიოტრ ჟელინსკი.

მთავარი მწვრთნელები: ლუჩანო სპალეტი, მაურიციო სარი, სიმონე ინძაგი.

ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება და გაირკვევა, ხვიჩა გამარჯვებას შეძლებს თუ არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე
„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე