ხვიჩა კვარაცხელია, ეზეკიელ ლავეცი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარასა და ლავეცის შედარება?“ | რა თქვა მაცარიმ ქართველ ფეხბურთელზე

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა ვალტერ მაცარიმ პრესკონფერენცია გამართა. მის გუნდს მომდევნო შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ ელის და იტალიელ სპეციალისტს ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს შეკითხვა.

„კვარასა და ლავეცის შედარება? დიახ, ერთი და იმავე პოზიციის მოთამაშეები არიან, მაგრამ საფეხბურთო მახასიათებლებით განსხვავდებიან. ლავეცი, კვარასნაირად, უკან არ ჩამოდიოდა და მათი შედარება არ შეიძლება.

ლავეცის წინ ვტოვებდი, რადგან უკან ჩამოსვლაზე უარს კი არ ამბობდა, უბრალოდ ამისთვის საჭირო ენერგია არ ჰქონდა და არ შეეძლო, მთელი ფლანგი დაეფარა. ეს რომ გაეკეთებინა, ფილტვები გაუსკდებოდა. ხვიჩა და ლავეცი ტექნიკით ერთმანეთს ჰგვანან. ისინი დრიბლინგითა და მეურვის ჩამოშორების უნარით გამოირჩევიან. თუმცა, ვფიქრობ, ოსიმენისა და კავანის შედარება უფრო მარტივია“.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „ატალანტას“ ანგარიშზე 20 ქულაა და „ლა დეა“ მე-5 გახლავთ. ამ გუნდების მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო ნაპოლის ველოდებით“ | რა თქვა გასპერინიმ პარტენოპეისთან მატჩზე
„საუკეთესო ნაპოლის ველოდებით“ | რა თქვა გასპერინიმ პარტენოპეისთან მატჩზე