სანდრო მამუკელაშვილი, კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილს არ უთამაშია | სან ანტონიომ ზედიზედ მეცხრედ წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ რთული პერიოდი უდგას. ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა ზედიზედ მეცხრე შეხვედრა წააგეს და „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ უშანსოდ დამარცხდნენ.

„კლიპერსმა“ შესანიშნავად იასპარეზა და „სან ანტონიოს“ ყველა მეოთხედი მოუგო. მამუკელაშვილის გუნდმა 100-ქულიანი ნიშნული საკუთარ კედლებში მიმდინარე სეზონში პირველად ვერ გადალახა და 99:124 განადგურდა.

„სან ანტონიოს“ მაისურით ყველაზე მეტი ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო - 22 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. ჯედი ოსმანს 17 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა, ვიქტორ ვემბანიამამ კი მატჩი 9 ქულით, 3 მოხსნითა და 4 ასისტით დაასრულა. პოპოვიჩმა „მამუს“ სათამაშო დრო არ მისცა და ქართველმა კალათბურთელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „კლიპერსს“ 28 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. კავაი ლეონარდმა ყოფილ გუნდს 21 ქულა ჩაუგდო, ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 13 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 3 მოგება და 11 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს გამართავს და ისევ „კლიპერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო
შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო