გავი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„უამრავი შეტყობინება მივიღე“ | ლოჩოშვილის განცხადება გავის ტრავმაზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ე.წ „სთორი“ გამოაქვეყნა და გავის ტრავმაზე ისაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა „ჯვაროსნებთან“ მატჩში სერიოზული დაზიანება მიიღო და დიდხანს გამოტოვებს. პირველ ტაიმში, ლოჩოშვილთან დუელის შემდეგ, გავიმ მოედანი დატოვა, თუმცა მალევე დაბრუნდა და რამდენიმე წამში დაზიანება მიიღო.

„ყოველთვის იმედგამაცრუებელი და ძნელია, როცა ასეთი უიღბლობა ხდება, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. გავის ტრავმასთან დაკავშირებით, უამრავ შეტყობინებას ვიღებ და ძალიან სამწუხაროა, როცა რაღაც მსგავსი ხდება.  

ვფიქრობდი, რომ ჩემთან ორთაბრძოლისას დაშავდა და ამის გამო, უფრო მეტად განვიცდიდი, მაგრამ ტრავმა ჩემთან დუელისას არ მიუღია და მუხლი სხვა მომენტში დაიზიანა. გავის სწრაფად გამოჯანმრთელებას და მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ“.

შეგახსენებთ, რომ პირველადი გამოკვლევებით, გავიმ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, მისთვის სეზონი დასრულებულია. ესპანელი ნახევარმცველი ვერც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებული ტესტების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი და დაბრუნება ნეაპოლში | რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩაზე
ახალი კონტრაქტი და დაბრუნება ნეაპოლში | რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩაზე