რაფაელ ვან დერ ვაარტი, ბრაიან ბრობი
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: „ბრობის სახით, აიაქსს კარგი თავდამსხმელი ჰყავს“

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა გიორგი მიქაუტაძის „აიაქსზე“ ისაუბრა. ვან დერ ვაარტმა ბრაიან ბრობი შეაქო და განაცხადა, რომ მისი სახით, ამსტერდამულ კლუბს შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს.

„კუმანის კრიტიკა ბრობის მისამართით? რონალდმა ერთხელ მეც გამაკრიტიკა და იგივე ვითარებაში ვესლი სნეიდერიც აღმოჩენილა. მან მთავარ მწვრთნელს შუა თითიც უჩვენა, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალები ვიყავით და ფეხბურთის თამაში გავაგრძელეთ.

ერთადერთი პრობლემა, რაც ბრობის აქვს, ისაა, რომ საშინელ გუნდში თამაშობს. აიაქსს მისი სახით, ძალიან კარგი თავდამსხმელი ჰყავს. გოლის გატანა მარტივი არაა, მაგრამ შეგიძლია, ფინიშინგზე იმუშაო და ეს კომპონენტი გააუმჯობესო. ბრაიანი შესანიშნავად თამაშობს და კარის წინ, ცოტათი უნდა დამშვიდდეს“.

რა თქვა კუმანმა ბრობიზე

„იმედი მაქვს, ბრობი პროგრესს მიაღწევს და მოუმატებს. გასული სანაკრებო პაუზისას, იგი ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და შეგეძლოთ დაგენახათ, რომ კარგი პირველი შეხება და ფინიშინგი ნამდვილად არ აქვს. საინტერესოა, კლუბებში, რომლებშიც თამაშობდა, რა კომპონენტების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვარჯიშით კარგი ფინიშინგი ვერ გექნება“.

შეგახსენებთ, რომ ბრაიან ბრობი გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტია და ქართველი ფეხბურთელის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის გვევლინება. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა