გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ახალი ინფორმაცია მიქაუტაძეზე | აიაქსი მზადაა იჯარის წესით გაუშვას

„აიაქსის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, ზამთარში ნიდერლანდები დატოვოს და იჯარის წესით სხვა კლუბში გადავიდეს. ახალგაზრდა თავდამსხმელს „მეცსა“ და „ლიონს“ უკავშირებდნენ, გუშინ კი „ლაციოს“ ვარიანტი გაჟღერდა.

„არწივების“ ინტერესი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიურმა გაზეთმა, Il Messaggero-მაც დაადასტურა. რომაული გამოცემის მიხედვით, „აიაქსი“ მიქაუტაძის გასაშვებად მზადაა და ამსტერდამელებმა „ლაციალეს“ გიორგის იჯარის წესით გადაყვანაც შესთავაზეს.

„ლაციოს“ მიქაუტაძის საფეხბურთო პროფილი მოსწონს და მისი შეძენა ზაფხულშიც უნდოდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა შესაძლოა, სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. Il Messaggero-ს დედაქალაქელები აპირებენ, მიქაუტაძის გარშემო შექმნილ მდგომარეობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დააკვირდნენ და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ „აიაქსის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე სულ 223 წუთი გაატარა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრაქტიკულად არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა