ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ვეცდებით შოტლანდიასთან მაქსიმუმი ვაჩვენოთ - ბუდუსა და ქოჩორაშვილის კომენტარები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. 14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველო - შოტლანდიის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

შოტლანდიის ნაკრების პრესკონფერენცია ონლაინ-რეჟიმში, 16:00 საათზე ჩატარდება. პრესკონფერენციის ბმული აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს გაუზიარდებათ.

თამაშზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციის მიღება 14 ნოემბერს, დინამო არენაზე, 14:00-დან 16:30 საათამდე შეუძლიათ.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები