ჰარი კეინი, კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ნეიმარი
Aa
Aa

ვის უხდიან ყველაზე მეტს? Forbes-ის ტოპ 10 ფეხბურთელი

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2023 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ხელფასი, ბონუსები, საიმიჯო უფლებები - 2023/24-ის სეზონის მონაცემებით. ეს არის ეგრეთწოდებული შემოსავალი მინდორზე. ამას გარდა ფეხბურთელები სარეკლამო კონტრაქტებიდან დამატებით თანხებს იღებენ. ამ თანხებში საინვესტიციო შემოსავლები ჩათვლილი არ არის.

Forbes-ის მიხედვით თანხები დოლარებშია მოცემული. ათეული კი ასეთია:

1) კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი) – 260 მილიონი (200+60)

2) ლეო მესი (ინტერ მაიამი) – 135 (65+70)

3) ნეიმარი (ალ-ჰილალი) – 112 (80+32)

4) კილიან მბაპე (პსჟ) – 110 (90+20)

5) ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) – 106 (100+6)

6) ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) – 58 (46+12)

7) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 53 (35+18)

8) სადიო მანე (ალ-ნასრი) – 52 (48+4)

9) კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 39 (35+4)

10) ჰარი კეინი (ბაიერნი) – 36 (26+10)

საუდის არაბეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იმ ფეხბურთელთა წლიურმა შემოსავალმა, რომლებიც წლიურად 100 მილიონს აჭარბებს, იმატა. აქამდე მხოლოდ 3 მათგანი იღებდა ამდენს. ახლა კი სიაში ასეთი 7 მოთამაშეა.

ტენდენცია მზარდია და სამწუხაროდ საუდის არაბეთში ნელ-ნელა ახალგაზრდა მოთამაშეთა გადინებაც იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე