ხერარდ პიკე
Aa
Aa

პიკე: „ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ბოლო წარმატება არავის დაამახსოვრდება“

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები განარისხა. „ბლაუგრანას“ ექს-მცველმა „სამეფო კლუბის“ მიერ მოგებულ ბოლო ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბლანკოსის“ წარმატება არავის დაამახსოვრდება.

„ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც მადრიდიდან უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე ბარსელონიდან. მადრიდი დედაქალაქია და ჩვენ ყოველთვის გვერდზე მდგომები ვიქნებით. არ გვინდა, ასეთ ომებში შევიდეთ, რათა ჩვენი გზა გავიკვლიოთ, მაგრამ მინდა, მთელი ყურადღება იმისკენ გვქონდეს მიმართული თუ რას წარმოვადგენთ.

რეალი მიმდინარე სეზონში კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ შედეგებს აფიქსირებს და თებერვლისთვის ყველა ტურნირის მოგების შანსი იქნება. ვნახოთ, ჩემპიონთა ლიგაზე რა მოხდება. როცა ჩვენ ამ ტურნირს ვიგებთ, ქომაგებს სამუდამოდ ვამახსოვრდებით. როცა რეალი იგებს, უბრალოდ მორიგი ტიტულია. ბოლო ჩემპიონთა ლიგაზე რეალის გამარჯვება სასწაული გახლდათ, რადგან ბლანკოსი ყველა ეტაპზე მეტოქეზე სუსტი გუნდი იყო და მისი წარმატება არავის დაამახსოვრდება“.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2021-22 წლების სეზონში მოიგო და ფინალში „ლივერპული“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა უნდა გააკეთოს ილიამ მოსაგებად | სეხუდომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე ისაუბრა
რა უნდა გააკეთოს ილიამ მოსაგებად | სეხუდომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე ისაუბრა