დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის მაგარი მატჩი - შახტარმა ბარსა სენსაციურად დაამარცხა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში დონეცკის „შახტარმა'' ჰამბურგში „ბარსელონა'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სიკანის აქტივშია, საგოლე პასი გიორგი გოჩოლეიშვილმა შეასრულა, რომელიც დონეცკურ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, Whoscored-მა ქართველს 7,37 დაუწერა. „შახტარის'' ფეხბურთელთაგან მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ დანილო სიკანმა (7.46) და იაროსლავ რაკიცკიმ (7.47) მიიღეს. ასევე გეტყვით, რომ „ბარსადან'' გოჩოლეიშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ ჟოაუ კანსელუს დაუწერეს - 7,69.

გოჩოლეიშვილის საგოლე პასი


მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი გოჩოლეიშვილს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, ტერ შტეგენმა აუღო.

გოჩოლეიშვილის საგოლე მომენტი

გოჩოლეიშვილი ბურთს 56-ჯერ შეეხო, 28 პასიდან 21 ზუსტად შეასრულა, კარისკენ ერთხელ ზუსტად დაარტყა. მინდორზე 9 ორთაბრძოლიდან 5 დათმო, მეორე სართულზე 3 დუელიდან 1 მოიგო. ბურთი 14-ჯერ დაკარგა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი ორჯერ დაირღვა. ასევე, მისი 7 გრძელი გადაცემიდან ზუსტი მხოლოდ 2 იყო. დრიბლინგის 2 მცდელობა ჰქონდა (ორივე წარუმატებელი).

გიორგიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. „შახტარში'' ირაკლი აზაროვს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მატჩის მიმოხილვა

„ბარსამ'' და „პორტუმ'' 4 ტურში 9-9 ქულა დააგროვეს, „შახტარის'' აქტივში 6 ქულაა, „ანტვერპენი'' 0 ქულით აუტსაიდერია. მე-5 ტურში „ბარსელონა'' „პორტუს'' მიიღებს, „შახტარი'' - „ანტვერპენს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები