ანვარ ელ-ღაზი
Aa
Aa

მაინცმა ელ-ღაზისთან კონტრაქტი გაწყვიტა | მიზეზი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე გაკეთებული განცხადებაა

„მაინცმა“ ანვარ ელ-ღაზისთან, ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო, თანამშრომლობა გაწყვიტა. გერმანულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მიღებული გადაწყვეტილება გულშემატკივრებს აუწყა.

„მაინცი ანვარ ელ-ღაზისთან თანამშრომლობას წყვეტს და ფეხბურთელს გუნდიდან უშვებს. კლუბმა ზომების მიღება ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარების გამო გადაწყვიტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა თქვა ელ-ღაზიმ

„ომი არაა, როცა ერთი ქვეყანა მეორეს წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე ტოვებს. ომი არაა, როცა ერთ ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს, მეორეს - არა. ომი არაა, როცა ერთი ქვეყანა მილიარდობით დოლარს იღებს. ომი არაა, როცა გამოცემებსა და სურათებს დეზინფორმაციისთვის იყენებენ. ომი არაა, როცა სოციალურ ქსელებში ერთ ქვეყანასთან მიმართებით ცენზურა ჩნდება, მეორესთან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადაა. ეს არც კონფლიქტია და არც ომი. ესაა გენოციდი და მასობრივი განადგურება. ჩვენი კი ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ“.

ცნობისთვის, ელ-ღაზი „მაინცს“ გასული სექტემბრის ბოლოს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას მსგავსად ეს მასაც შეუძლია“ | სიომინს გოლოვინის სჯერა
„ხვიჩას მსგავსად ეს მასაც შეუძლია“ | სიომინს გოლოვინის სჯერა