გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილსაც აკვირდებიან | რა გეგმები აქვს ჩელსის და რატომ უნდა ახალი მეკარე

„ჩელსი“ ახალი მეკარის დამატებას აპირებს. დღეს, ბრიტანულ პრესაში ლონდონელთა სამომავლო გეგმებზე დაწერეს და დაადასტურეს, რომ მათი ინტერესის სფეროში „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილიც იმყოფება.

TeamTalk-ის ინფორმაციით, „ლურჯებს“ სურთ, ახალი მეკარე გაისად დაიმატონ. გასულ ზაფხულს, მათ „ბრაიტონიდან“ რობერტ სანჩესი გადაიბირეს, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯზე“ მიაჩნიათ, რომ სანჩესი ნომერ პირველი გოლკიპერი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნება. ლონდონელები ეძებენ მეკარეს, ვისი იმედიც გრძელვადიან პერსპექტივაში ექნებათ.

TeamTalk-ის ცნობით, ფეხბურთელი, რომელზეც არჩევანს „ჩელსი“ შეაჩერებს, სანჩესის ადგილს დაიკავებს და ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება. მცირე შანსია, „არისტოკრატებმა“ ტრანსფერი იანვარში გაჩარხონ, თუმცა, გამორიცხული არაფერია. თუ იანვარში ახალი მეკარე ვერ გაიფორმეს, კატასტროფა არ იქნება და პრობლემად არ მიაჩნიათ, რომ სანჩესს ნდობა სეზონის ბოლომდე გამოუცხადონ, ზაფხულში კი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ.

TeamTalk-ის მიხედვით, ამ მომენტისთვის, „ლურჯების“ რადარზე გიორგი მამარდაშვილი, უნაი სიმონი, დიოგუ კოშტა და აარონ რამსდეილი იმყოფებიან. როგორც მოგეხსენებათ, „ვალენსია“ ქართველი ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა და მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ინგლისური გრანდისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაღალი და გამხდარი ბიჭი მემალება, შენთვის მოვდივარ!“ - მერაბმა სეხუდოს მიმართა
„მაღალი და გამხდარი ბიჭი მემალება, შენთვის მოვდივარ!“ - მერაბმა სეხუდოს მიმართა