ანტონიო კასანო, რუდი გარსია
Aa
Aa

„ასე გუნდს უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის“ - კასანომ გარსია გააკრიტიკა

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე (2:2) ისაუბრა და „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია გააკრიტიკა.

რა თქვა კასანომ:

„მილანმა“ პირველ ტაიმში „ნაპოლის“ საფეხბურთო გაკვეთილები ჩაუტარა, მათ ბევრი მომენტი შექმნეს და შეეძლოთ თამაში 5:0 წაეყვანათ. მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ თამაში გამოასწორა, თუმცა, გოლები ორი მომენტით გაიტანეს. როგორ უნდა გააკრიტიკო პიოლი, როდესაც მას გუნდში ტეო ერნანდესისა და მაიკ მენიოს მეტი ჩემპიონი არ ჰყავს? მან კალაბრიები და კალულუები ნამდვილ მოთამაშეებად აქცია და ამის შემდეგ, როგორ უნდა იფიქრო მის გაგდებაზე?

რაც „ნაპოლის“, გავიგეთ, რომ შესვენებაზე გასახდელში დე ლაურენტისი ჩავიდა და მოთამაშეებს დაელაპარაკა. ამის შემდეგ, ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. ვიტყოდი, რომ მწვრთნელის ფუნქციები მან შეასრულა, გარსია კი ნაკლებად მუშაობს და ემოციებით მოქმედებს. ფეხბურთელების მხრიდან ეს შემთხვევითი რეაქცია იყო და ამას ისიც დაემატა, რომ „მილანმა“ მეორე ტაიმი ჩააგდო.

ეს ყველაფერი გარსიას ცვლილებებს არ მოჰყოლია. თუ ის არ გააგრძელებს ლობოტკაზე მუშაობას, „ნაპოლის“ უფრო დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან ის ერთადერთია, ვისი მოქმედებითაც გუნდი კარგად თამაშობს. დღეს „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეხუთე და ეს ფაქტია. გუნდში იდეები არ არსებობს და მხოლოდ შავ მომავალს ვხედავ.

10 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა