ჰარი კეინი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

კეინი: “ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო“

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „დარმშტადი“ 8:0 გაანადგურა. ჰარი კეინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთ-ერთი გოლი ცენტრიდან გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ გოლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კეინი:

„ცხადია ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიტანე. პირველ ტაიმში, რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ მოწინააღმდეგის მეკარე კარის ხაზს ხშირად ტოვებდა და გონებაში ჩამიჯდა. კარიერის განმავლობაში არაერთხელ მიცდია ასეთი გოლის გატანა, მაგრამ არ გამომდიოდა. დღეს კი გამომივიდა. ჩემი დარტყმული კარში მშვიდად ჩაეშვა.“

შეგახსენებთ, რომ კეინი მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ღემდე, 30 წლის ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 13-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კეინის გოლი ცენტრიდან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “თუ დღეს ვინმემ გაიმარჯვა, ეს ბარსელონაა“
ჩავი: “თუ დღეს ვინმემ გაიმარჯვა, ეს ბარსელონაა“