რეალი, ბარსელონა, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

“რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება მინდოდა“ - ბელინგემი ელ კლასიკოს შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ბლანკოსის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდული გრანდის სუპერვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ბელინგემმა?

„არც მე და არც „რეალი“ სათანადო დონეზე არ გამოვიყურებოდით, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ყველაფერი გაუმჯობესდა, გოლი გავიტანეთ და საკუთარი ძალები ვირწმუნეთ. ქამბექები ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ასე რთულია და ნერვიულობ, მაგრამ საბოლოო ჯამში სასიამოვნოა. დღეს გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ.

პირველი გოლის დროს, როდესაც ბურთი მივიღე, მოწინააღმდეგე ელოდებოდა, რომ კაცის მოტყუებაზე წავიდოდი და საჯარიმოს მივუახლოვდებოდი, მაგრამ ვიცოდი კარში დარტყმა შემეძლო. ჩავთვალე, რომ კარგი დარტყმა გამომივიდა და გოლიც გავიდა.

ბედნიერი ვარ, რადგან ახლა ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის.  მწვრთნელისგან და თანაგუნდელებისგან ბევრს ვსწავლობ. მინდა, რომ გაცილებით უკეთესი ვიყო. ტელევიზორში ბევრი „ელ კლასიკო“ მინახავს. დღეს კი მონაწილეობა მივიღე და მინდოდა რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ „ბლაუგრანას“ 4 ქულით გაასწრო და სატურნირო ცხრილში 28 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს დონე ძალიან მაღალია
რუდი გარსია: კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს დონე ძალიან მაღალია