რეალი, ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: “თუ დღეს ვინმემ გაიმარჯვა, ეს ბარსელონაა“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ბლანკოსის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„60 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.. „რეალს“ ასეთი რაღაცები შეუძლია. ისინი ნახევარი მომენტიდან გოლს ქმნიან. ეფექტურობა გვაკლდა. მიუხედავად ამისა, თამაშმა მაინც დაგეგმილად ჩაიარა. გამარჯვებას ვიმსახურებდით და ვფიქრობ, თუ დღეს ვინემ გაიმარჯვა ეს „ბარსელონაა.“

ცუდი შედეგი მივიღეთ, მაგრამ თამაშის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. პენალტის ეპიზოდი? არ მინახავს, მაგრამ დღეს მსაჯის გამო არ წაგვიგია. წავაგეთ იმიტომ, რომ ეფექტურები არ ვიყავით. დაუმსახურებელი მარცხი მივიღეთ.

ვინისიუსს დიდ პატივს ვცემ. მას ვუთხარი, რომ ჯარიმა არ  იყო. ვიმეორებ, მე მას პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ, როგორც ფეხბურთელით. როდესაც „რეალს“ რამდენიმე რეალურ მომენტს ვერ გაუტან დაისჯები. ბელინგემი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის დიდ განსხვავებას ქმნის.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ „ბლაუგრანას“ 4 ქულით გაასწრო და სატურნირო ცხრილში 28 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს დონე ძალიან მაღალია
რუდი გარსია: კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს დონე ძალიან მაღალია