„რომა“ მზადაა ჯეკოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს
Aa
Aa

„რომა“ მზადაა ჯეკოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს

როგორც „Sky Sport Italia“ იუწყება, „რომამ“ ედინ ჯეკოს თაობაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. თავად ფეხბურთელმა, რომაელთა რიგებში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

„რომას“ ხელმძღვანელები მზად არიან, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, თავად ფეხბურთლის კონტრაქტი კი 2018 წლამდე იქნება გათვლილი. ვალტერ საბატინი მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ გაემგზავრება მანჩესტერში, სადაც ტრასფერის საბოლოოდ დასრულებას ეცდება.

გასულ სეზონში ჯეკომ „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა მხოლოდ 4-ჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები