ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

მაპატიეთ, დიაგონალური პასის გაკეთებას ვცდილობდი - კაშია საკუთარ შეცდომაზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პაულო ფონსეკას გაწვრთნილმა „ლილიმ’’ შინ ბრატისლავას „სლოვანი’’ 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ჩავრიჩის გოლით მოიგეს. ანგარიში 68-ე წუთზე გათანაბრდა, ფრანგული კლუბის გოლი გურამ კაშიას უხეშ შეცდომას მოჰყვა. მიმდინარე სეზონში არაერთხელ დავწერეთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 36 წლის კაპიტანი კარგ ფორმაში არაა და ის სტაბილურობა დაკარგული აქვს, რაც გასულ წლებში ჰქონდა.

მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ მედიასთან ისაუბრა: „მაპატიეთ, დიაგონალური პასის გაკეთებას ვცდილობდი, არ გამომივიდა, მაგრამ „ლილისთან’’ გამართული თამაშიდან გამომდინარე გუნდმა კომპლიმენტი დაიმსახურა’’.

ვაისი კაშიას შეცდომაზე: „არასაჭირო შეცდომა. ამ სივრციდან დიაგონალური პასის გაკეთება არ შეიძლება. მეტოქე რომ თამაშში არ შემოგვეშვა, თამაშში არ ჩაგვერთო, ალბათ სხვანაირი შედეგი იქნებოდა. ეს მომენტი გარდამტეხი იყო''

A ჯგუფში „ლილი'' 7 ქულით პირველ ადგილზეა, „სლოვანი'' 6 ქულით მეორე პოზიციაზე, „კლაკსვიკის'' აქტივში 3 ქულაა, ლუბლიანას „ოლიმპია'' 0 ქულით აუტსაიდერია.  მე-4 ტურში „სლოვანი'' „ლილის'' მიიღებს (10 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები