ვაჟა მარგველაშვილი, აბუ დაბის გრანდ სლემი
Aa
Aa

აბუ დაბის გრანდ სლემი: მარგველაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

დღეს, აბუ-დაბიში სტარტი აიღო ძიუდოისტთა გრანდ სლემმა. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით ტატამიზე 3 სპორტსმენი წარსდგა. -60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში ბრაზილიელ მატეუს ტაკაკისთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

-66 კგ. წონით კატეგორიაში კი კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მარგველაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი რუსლან ფაშაევი ვაზარით დაამარცხა, მანამდე კი პირველ დაისვენა, მეორე წრეში ფრანგ რომარის ბოუდას ორი ვაზარით მოუგო, 1/8 ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი გამოთიშა ასპარეზობას, 1/4 ფინალში კი ყაზახ გუსმან კირგიზბაევს აჯობა.

ამავე წონაში საქართველოს სახელით ალეკო კასრაძეც ასპარეზობდა, თუმცა, ახალგაზრდა ძიუდოისტი პირველივე წრეში, ყირგიზეთის წარმომადგენელ ყუბანიჩვეკ აიბეკ ულუსთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატისთვის ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატისთვის ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია