ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„საკუთარი დონის კიდევ უფრო მაღლა აწევა შეუძლია“ - სიომინს კვარასი სჯერა

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თავკაცმა, იური სიომინმა Metaratings-თან ქართველ შემტევზე ისაუბრა. სიომინმა განაცხადა, რომ „კვარას“ უდიდესი პოტენციალი აქვს და საკუთარი დონის უფრო მაღლა აწევა შეუძლია.

„მხოლოდ ღმერთმა და თავად ხვიჩამ იციან, წაუვა თუ არა ისევ თამაში ახლახან გატანილი გოლების შემდეგ. კვარაცხელიას კლუბში დიდი ფეხბურთელის სტატუსი აქვს, რომელსაც ამყარებს და აძლიერებს. ხვიჩა იმ გუნდში მოხვდა, რომელში მოხვედრაც სჭირდებოდა და მთავარმა მწვრთნელმა ნდობა ეგრევე გამოუცხადა. ღმერთმა ქნას, მომავალშიც არაფერი შეიცვალოს.

კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში შესანიშნავად თამაშობს. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და შეუძლია, საკუთარი დონე მაღალ საფეხურზე აიყვანოს. პრესისგან წამოსულ წნეხს რაც შეეხება, მას უნდა გაუმკლავდეს, რადგან ეს გარდაუვალია. თუ ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ, სულერთია რომელ კლუბში ან ჩემპიონატში გამოდიან, მათ ყველგან აკრიტიკებენ, განსაკუთრებით, იტალიაში. ეს ნიშნავს, რომ კარგად უნდა ითამაშოს და არანაირი ზეწოლა არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი მომდევნო გამოწვევა ჩემპიონთა ლიგა და „უნიონ ბერლინთან“ გასამართი მატჩია, რომელსაც რამდენიმე საათში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს
„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს